საქართველოში კორონავირუსის 683 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 419 მოქალაქე გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 683 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 419 მოქალაქე.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 12 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 822, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.
ამასთან, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დღეს ბოლნისში გამოვლინდა. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ოთხი სოფელ გეტადან, ხოლო ორი სოფელ მუშევანიდანაა.