საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – იფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი შვიდით გაიზარდა და 432 შეადგინა.
ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 257 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.
რაც შეეხება ტესტირებებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 39 573 პირს.