საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და ამჟამად 1108-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.