საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება.
„დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი -53, თბილისი -31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა მთიანეთი – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, 40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ინფიცირებულთა 42 პროცენტი შეადგინა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.