საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 802 თბილისში, 554 აჭარაში, 637 კი იმერეთში დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარაში – 554, იმერეთში – 637, ქვემო ქართლში – 268, შიდა ქართლში – 258, გურიაში – 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 400, კახეთში – 219, მცხეთა-მთიანეთში – 108, სამცხე-ჯავახეთში – 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
„მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -2 741, აჭარაში- 1 019, იმერეთში -1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში – 429, აჭარაში – 167, იმერეთში – 190. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, თბილისში -181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 311 თბილისში, 2 058 აჭარაში, 284 იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.