საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 91 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.