საქართველოში კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 770 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 770 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 470 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 284, „პისიარ“ ტესტით – 14 186.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,95%, ბოლო 14 დღის – 31,5%, ბოლო შვიდი დღის – 29,7%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 548 893 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 388 534 გამოჯანმრთელდა, 15 856 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 796 876 აცრა, დღიურად აცრილია 1 524.
კარანტინის რეჟიმშია 12, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 932 პირი.
ამასთან, 19 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 183 პაციენტი, გარდაიცვალა 51.