საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 820 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 820 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 733 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 281, „პისიარ“-ტესტით – 2 452.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,19%, ბოლო 14 დღის – 18,43%, ბოლო შვიდი დღის – 15,55%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 629 930 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 570 884 გამოჯანმრთელდა, 16 456 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 827 920 აცრა, დღიურად აცრილია 190.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 045 პირი.

ამასთან, 8 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 450 პაციენტი, გარდაიცვალა 32.