საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 566 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 331 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 700, „პისიარ“ ტესტით – 5 631.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,52%, ბოლო 14 დღის – 3,74%, ბოლო 7 დღის – 3,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 916 გამოჯანმრთელდა, 3 306 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 149 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 პირი.

ამასთან, 8 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა.