საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 783 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარტესტით – 8 625.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,35 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 915 გამოჯანმრთელდა, 3 939 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 29 184 პირი, დღიურად აცრილია – 1 530 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 310, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 982 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 439 პირი.
ამასთან, 17 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი.