საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული.
ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 456-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4787 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.