საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევა არის დადასტურებული.
ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 432-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4890 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357.