საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 713 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 713 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 200 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 608, „პისიარ“ ტესტით – 7 592.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,87 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,24 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 939 გამოჯანმრთელდა, 5 468 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 303 407 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 019.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 740 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 902 პირი.

ამასთან, 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 999 პაციენტი.