საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 104 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 576 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 245, „პისიარ“ ტესტით – 1 331.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,05%, ბოლო შვიდი დღის – 1,05%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 108 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 877 175 აცრა, დღიურად აცრილია 16.
ამასთან, 25 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 213 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.