საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 104 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 104 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 576 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 245, „პისიარ“ ტესტით – 1 331.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,05%, ბოლო შვიდი დღის – 1,05%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 108 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 877 175 აცრა, დღიურად აცრილია 16.

ამასთან, 25 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 213 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.

დატოვე კომენტარი