საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 213 პირი
საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 213 პირი

საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 213 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 243 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 179, „პისიარ“-ტესტით – 1 064.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,18%, ბოლო 7 დღის – 1,14%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 004 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 321 პაციენტი.

ამასთან, 24 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 241 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.