საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში  389 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 540 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, „პისიარ“-ტესტით – 2 528.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,11%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 008 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 032 გამოჯანმრთელდა, 16 761 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 862 482 აცრა, დღიურად აცრილია 211.

ამასთან, 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 685 პაციენტი, გარდაიცვალა ორი.