საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 890 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 380, პისიარტესტით – 8 510.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,54 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,23 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 024 გამოჯანმრთელდა, 3 321 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 083 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 პირი.

ამასთან, 10 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა.