საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 244 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 615, პისიარტესტით – 6 629.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,64 პროცენტი, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 255 385 გამოჯანმრთელდა, 3 311 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 094 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 პირი.
ამასთან, 9 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.