საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 320, „პისიარ“ ტესტით – 12 038.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,09 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,47 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 291.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 965 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 668 პირი.
ამასთან, 26 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 151 პაციენტი.