საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 046 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 082, „პისიარ“ ტესტით – 21 964.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,08%, ბოლო 14 დღის – 9,95%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 766 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 700 568 გამოჯანმრთელდა, 10 662 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 018 336 აცრა, დღიურად აცრილია – 6 976.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 806 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 276 პირი.
ამასთან, 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი, გარდაიცვალა 75.