საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 044 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 044 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 474 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 029, „პისიარ“ ტესტით – 23 445.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,6%, ბოლო 14 დღის – 8,86%, ბოლო შვიდი დღის – 9,91%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 979 235 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 922 411 გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 588 299 აცრა, დღიურად აცრილია 9 700.
კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 436 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 075 პირი.
ამასთან, 12 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 946 პაციენტი, გარდაიცვალა 47.