საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 454 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 649 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 002, „პისიარ“ ტესტით – 7 647.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,97%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,01%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 599 გამოჯანმრთელდა, 3 811 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 822 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი.
ამასთან, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.