საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 454 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 649 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 002, „პისიარ“ ტესტით – 7 647.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,97%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 599 გამოჯანმრთელდა, 3 811 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 822 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი.

ამასთან, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.