საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 540 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 540 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 540 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 537, „პისიარ“ ტესტით – 2 089.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,9%, ბოლო 14 დღის – 3,44%, ბოლო შვიდი დღის – 2,75%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 648 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 624 993 გამოჯანმრთელდა, 16 745 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 859 230 აცრა, დღიურად აცრილია 1 804.

ამასთან, 30 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 021 პაციენტი, გარდაიცვალა ცხრა.