საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 325-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.