საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 471 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.
ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 468 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 152, „პისიარ“ ტესტით – 20 316.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,95%, ბოლო 14 დღის – 10,78%, ბოლო შვიდი დღის – 11,01%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 გამოჯანმრთელდა, 6 590 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 883 570 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 363.
კარანტინის რეჟიმშია 79, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 7 133 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 555 პირი.
ამასთან, 18 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი.