საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 586 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 217, „პისიარ“ ტესტით – 17 169.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 8,52%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 645 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 605 581 გამოჯანმრთელდა, 9 332 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 889 200 აცრა, დღიურად აცრილია 6 837.
კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 766 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 803 პირი.
ამასთან, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი.