საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 141 392 გამოჯანმრთელდა, 1 576 კი, გარდაიცვალა.
„ორთვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.
შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 963, აჭარაში-1 015, იმერეთში-1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში-511, აჭარაში-158, იმერეთში-257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-51, იმერეთში-48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 – თბილისში,1 858- აჭარაში, 409-იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-338, აჭარაში-213, ხოლო იმერეთში-27.
სულ 6 ოქტომბრიდან – 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 064 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 017 პირი, აჭარაში-10 771, იმერეთში – 5 572“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.