საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 744 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი.
ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 334 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 214, „პისიარ“ ტესტით – 20 120.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,25%, ბოლო 14 დღის – 9,98%, ბოლო შვიდი დღის – 10,19%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 771 381 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 705 312 გამოჯანმრთელდა, 10 739 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 025 471 აცრა, დღიურად აცრილია – 6 356.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 864 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 291 პირი.
ამასთან, 10 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი, გარდაიცვალა 78.