საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301 ადამიანი
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვმა 1 504 შეადგინა.
ბოლო 24 საათში საქართელოში სულ ჩატარდა 14 396 ტესტი.
„ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 504 გარდაცვალების შემთხვევა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.