საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 982 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 982 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 620 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 545, „პისიარ“ ტესტით – 20 075.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8%, ბოლო 14 დღის – 7,21%, ბოლო შვიდი დღის – 8,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 649 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 607 563 გამოჯანმრთელდა, 9 370 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 895 771 აცრა, დღიურად აცრილია 6 110.
კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 894 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 889 პირი.
ამასთან, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი.