საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 73 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 744 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –25 358, „პისიარ“ ტესტით – 17 386.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,43 %, ბოლო 14 დღის – 10,7%, ბოლო 7 დღის – 10,4%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 536 202 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 473 502 გამოჯანმრთელდა, 7 101 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 095 069 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 418.
კარანტინის რეჟიმშია 130, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 493 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 205 პირი.
გუშინ, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 128 შემთხვევა გამოვლინდა, 5 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.