საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 310 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 594 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 065, ხოლო პისიარტესტით – 9 529.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,61 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 045 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 421 გამოჯანმრთელდა, 3 622 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 324 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

ამასთან, 10 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი.