საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 234 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 234 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 059, „პისიარ“-ტესტით – 2 094.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 1,98%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 384 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 266 გამოჯანმრთელდა, 16 765 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 862 701 აცრა, დღიურად აცრილია 209.

ამასთან, 5 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი, გარდაიცვალა სამი.