საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 329 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 058, „პისიარ“-ტესტით – 2 271.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,53%, ბოლო 14 დღის – 1,36%, ბოლო შვიდი დღის – 1,18%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 460 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 474 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 873 980 აცრა, დღიურად აცრილია 992.

ამასთან, 18 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 357 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი.