საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 721 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 721 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 625  ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 420, „პისიარ“-ტესტით – 2 205.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 2,32%, ბოლო 7 დღის – 1,9%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 708 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 987 გამოჯანმრთელდა, 16 765 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 863 384 აცრა, დღიურად აცრილია 595.

ამასთან, 6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 234 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი.