საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 890 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 585 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 630, „პისიარ“-ტესტით – 18 955.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,48%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო შვიდი დღის – 6,96%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 898 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 844 875 გამოჯანმრთელდა, 12 879 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 336 951 აცრა, დღიურად აცრილია 10 981.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 887 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 144 პირი.

ამასთან, 14 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 722 პაციენტი, გარდაიცვალა 49.