საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 797 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 662, კოვიდსასტუმროში – 3 351.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.