საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 577 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 577 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 577 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 782 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 761, „პისიარ“-ტესტით – 2 021.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,31%, ბოლო 14 დღის –  2,2%, ბოლო 7 დღის – 1,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 981 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 630 564 გამოჯანმრთელდა, 16 766 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 864 300 აცრა, დღიურად აცრილია 577.

6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 721 პაციენტი. ამასთან, გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ გამოვლენილა.