საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 189 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 328, პისიარტესტით – 5 595.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,2 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,63 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 973 გამოჯანმრთელდა, 3 700 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 220, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 176 პირი.
ამასთან, 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი.