საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2494 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.