საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 355 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 637 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 435-ია.

ბოლო 24 საათში 9 653 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 4 697, პისიარტესტი – 4 956.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,67 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,5 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 328 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 723, კლინიკურ სასტუმროში რჩება 231 პირი.

ამასთან, 20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი.