საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 789 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 789 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 72 587 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47 032, „პისიარ“-ტესტით – 25 555.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო შვიდი დღის – 32,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 375 615 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 141 231 გამოჯანმრთელდა, 15 351 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 759 753 აცრა, დღიურად აცრილია 3 566.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 036 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 901 პირი.

ამასთან, 8 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი, გარდაიცვალა 54.