საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 350 454 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 124 442 გამოჯანმრთელდა, 15 300 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 755 879 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.

კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 897 პირი.

ამასთან, 7 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი, გარდაიცვალა 34.