საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 318 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 357, „პისიარ“-ტესტით – 1 961.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,58%, ბოლო 7 დღის – 1,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 707 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 338 გამოჯანმრთელდა, 16 788 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 871 126 აცრა, დღიურად აცრილია 1 113.

ამასთან, 14 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 648 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.