საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 117 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი 
საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 117 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი 

საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 385 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 652, „პისიარ“-ტესტით – 1 733.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,14%, ბოლო 14 დღის – 1,32%, ბოლო შვიდი დღის – 1,2%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 692 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 591 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 874 821 აცრა, დღიურად აცრილია 751.

ამასთან, 19 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი.