საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 399 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 399 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 399 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 733, „პისიარ“-ტესტით – 1 893.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,87%, ბოლო 14 დღის – 1,26%, ბოლო 7 დღის – 1,16%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 990 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 875 495 აცრა, დღიურად აცრილია 519.

ამასთან, 20 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 117 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.