საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 346 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 703 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 791, „პისიარ“-ტესტით – 1 912.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,98%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,25%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 929 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 684 გამოჯანმრთელდა, 16 789 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 872 301 აცრა, დღიურად აცრილია 1 004.

ამასთან, 15 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.