საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი.

ამასთან, როგორც stopcov.ge-ზეა აღნიშნული, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 215 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 027, „პისიარ“ ტესტით – 10 190.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10, 58 %, ბოლო 14 დღის – 10, 49%, ბოლო 7 დღის – 10, 15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 543 118  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 482 732  გამოჯანმრთელდა, 7 251 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 145 925  აცრა, დღიურად აცრილია 20 678.

კარანტინის რეჟიმშია 113, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 571 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 072 პირი.